|
2022-10-01 11:22:06, 1052 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია, იმის ნიშანია, რომ პუტინს უჭირს
ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია, იმის ნიშანია, რომ პუტინს უჭირს,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ და მსოფლიო ამას არ აღიარებს. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარა არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ის რუტინა, რომელიც დღეს აჩვენა, ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ა.შ. აშშ ამას არასდროს აღიარებს, მსოფლიოც არ აღიარებს. პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა, ჩვენ გეზს არ შევიცვლით, მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, შეძლოს ტერიტორიებისა და თავისუფლების დაცვა, ეს დახმარება მოიცავს კონგრესის მიერ გამოყოფილ დამატებით რესურსს, 13 მილიონ დოლარს",- განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)