|
2022-09-30 20:19:11, 1079 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა
მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტებერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. "ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების ორგანიზაციის ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი ფოკუსი ახლა არის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, უკრაინის დახმარებაზე რუსეთის დაპყრობითი ომის შესაჩერებლად. ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი ამ დროისთვის" . - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)