20:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 16:23:30, 1556 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა,  ბაჰრეინის დელეგაციის  წევრებს  საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე და  მიღწეულ პროგრესებზე  ინფორმაცია მიაწოდეს.

ბაჰრეინის გენერალური პროკურორი ალი ალბუაინაინი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

საქართველოს პროკურატურამ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" უმასპინძლა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics