|
2022-09-30 13:04:49, 1843 ნახვა
ომი უკრაინაში
„სისხლისმსმელი ნაძირლები და ტერორისტები“ - ზელენსკი ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვაზე
სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! ,- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას. "ტერორისტული სახელმწიფო რაკეტებს ისვრის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ - ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის რაიონებში. ის ურტყამს უკრაინის რეგიონებს მრავალი სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებიდან", - ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოკუპანტებმა დილით ზაპოროჟიეს რეგიონის მიმართულებით 16 რაკეტა გაისროლეს. "ასეთი მოქცევა მხოლოდ სრულ ტერორისტებს შეუძლიათ, რომლებსაც ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მტერი მძვინვარებს და ცდილობს შური იძიოს ჩვენს დაუმარცხებლობაზე და მის წარუმატებლობაზე. ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან უკრაინელებს, რადგან დიდი ხანია დაკარგა ყველაფერი ადამიანური. სისხლისმსმელი ნაძირლები და სრული ტერორისტები! ჩვენ ამას ვუპასუხებთ რათქმა უნდა. უკრაინელების ყოველ დანგრეულ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს მიდამოებში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)