|
2022-09-30 11:31:17, 821 ნახვა
პოლიტიკა
ვერეშჩუკი - საქართველოს მოვუწოდებთ, დაეხმაროს ყირიმელ თათრებს გაწვევისგან თავის არიდებაში
საქართველოს მოვუწოდებთ, დაეხმაროს ყირიმელ თათრებს გაწვევისგან თავის არიდებაში,- ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო არალეგალური მობილიზაცია და მიმდინარეობს ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში ოკუპანტების მხარეს. „მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე!“ - წერს ვერეშჩუკი. მისივე თქმით, ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას, მაგრამ მისივე თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის „დამოუკიდებლობის“ განკარგულებას ხელი მოაწერა. ეს ქმედება წინ უსწრებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ცერემონიას, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს 15:00 საათზე კრემლში გაიმართება. ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც. ცნობისთვის, 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რეფერენდუმები" ჩაატარა, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა". აღსანიშნავია ასევე, რომ პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)