|
2022-09-30 10:27:17, 1759 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12,4 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12,4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა . მისი თქმით, 7,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4,5 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის. „აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინას 12,4 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის მიწოდებას.ვარაუდობენ, რომ 7,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4,5 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ერმაკმა. აშშ-ს სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარემ ლინდსი გრეჰემმა თქვა, რომ უკრაინის დამატებითი დახმარება, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის კანონპროექტით, ასევე შეიცავს დაფინანსებას, რომელიც "უკრაინელებს დაეხმარება გაატარონ დარჩენილი წელი, შეინარჩუნონ განათება და გადაიხადონ გადასახადები".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)