|
2022-09-29 21:27:24, 824 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათივე თქმით, გაანადგურეს სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ასევე გაანადგურეს სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)