|
2015-02-05 19:50:14, 5450 ნახვა
სპორტი
ჯონ ქერი: რუსეთთან კონფლიქტი არ გვსურს
„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, არც პრეზიდენტ პოროშენკოს, არც შტატებს და არც ევროპულ გაერთიანებას. ჩვენ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება გვსურს“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა ჯონ ქერიმ უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. ქერის თქმით,აშშ „თვალს ვერ დახუჭავს“ იმაზე, თუ როგორ შედიან რუსეთის ტანკები უკრაინაში და კვეთენ მის საზღვარს. „ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, ეს არავის არ სურს, არც პრეზიდენტ პოროშენკოს არც შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ გაერთიანებას. ჩვენ საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარება გვინდა, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ ტანკები საზღვარს კვეთენ და რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შემოდიან. აღმოსვალეთ რეგიონებში ამოუცნობი სამკერდე ნიშნების მქონე რუსები იბრძვიან, თვალს ვერ დავხუჭავთ სეპარატისტების თანამედროვე შეიარაღებაზე“,-განაცხადა ქერიმ. ამასთან აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საკუთარი არჩევანი არამარტო სიტყვებით, არამედ ქმედებით უნდა გააკეთოს. „ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა გვსურს. დიპლომატია ჩვენი არჩევანია, მაგრამ საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს რუსეთმაც და ეს არამარტო სიტყვებით არ უნდა გამოითქვას, არამედ- ქმედებებით. ეს არის პატივისცემა მინკის შეთანხმების, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. სამწუხაროდ, ძალადობა დონბასში კიდევ უფრო გამძაფრდა, იქ ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან“,-აღნიშნა ჯონ ქერიმ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)