00:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:11:57, 815 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის. 

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. აშშ  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია. წლებია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ერთობლივად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ჯონ პენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს. მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თხილის სექტორი საგრძნობლად  ვითარდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით  USAID-ის მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ამერიკულ ბაზრებზე პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის საკითხს.

„ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია. ამერიკის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ჯონ პენელმა.

მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალური შემცირებაა და ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID-ის ეკონომიკური გუნდის დირექტორი მარიკა ოლსონი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics