|
2022-09-29 11:07:31, 1209 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მხარეებმა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობის, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების დაბრუნების პროცესში მხარდაჭერის, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ორმხრივი შეხვედრების გამართვის მზაობა გამოხატეს. შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარ პროკურორს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სადაც მათი უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.ასევე,შეხვედრაზე სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გატარების მზადყოფნა გამოთქვეს. გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურისთვის ევროკავშირის პროკურატურასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია „საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა, გააძლიერებს ჩვენს ორ უწყებას შორის თანამშრომლობას და აქტიურ მუშაობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. როგორიც არის კორუფცია, ფულის გათეთრება, დღგ-ს თაღლითობა და სხვა ფინანსური დანაშაულები, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ფონდების არაკანონიერ გამოყენებასთან"- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. გენერალური პროკურორის თქმით, ევროკავშირის პროკურატურასთან თანამშრომლობა საქართველოს პროკურატურისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით დაგეგმილია ევროკავშირის პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც ლუქსემბურგში, ევროკავშირის სათაო ოფისში იქნება მივლენილი. ევროკავშირის პროკურატურის მთავარი პროკურორის, ლაურა კოვეშის თქმით, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის გაფორმებული შეთანხმება ორივე მხარეს საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ პირდაპირ, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, ჰყავდეთ საკონტაქტო პირები და ერთად იმუშაონ საერთო საქმეებზე. „ევროკავშირის პროკურატურის ძირითადი კომპეტენცია არის ფინანსური თაღლითობის, ევროკავშირის თანხებით ჩადენილი თაღლითობის, დღგ-სთან დაკავშირებული თაღლითობის, კორუფციის, ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიება, თუ ისინი უკავშირდება ძირითად კომპეტენციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სამომავლო საქმიანობას კავშირი ექნება საქართველოსთან და ხსენებული თანამშრომლობის შეთანხმება გაგვიმარტივებს ერთობლივად მუშაობას" - აღნიშნა ლაურა კოვეშმა. საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერის ღონისძიება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. ევროკავშირის პროკურატურის მთავარი პროკურორი, ლაურა კოვეში კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით ესწრება.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)