|
2022-09-29 11:01:15, 633 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება
ტელეკომპანია “პოსტვ” -ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და პროექტით გათვალისწინებული 39, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება: „ეს პროექტი ძალიან წარმატებით განხორციელდა. ავაშენეთ დაახლოებით 115 000 კვადრატული მეტრის ფართი, ყველაფერი სწრაფ ტემპში, უმაღლესი ხარისხით შესრულდა. სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ“. ჯუანშერ ბურჭულაძე გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხსაც შეეხო: „წარმოიდგინეთ, 4000-ზე მეტი ოჯახი ფაქტობრივად ფლობდა ბინებს, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ და ვერ სარგებლობდნენ ამ ბინებით, ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობებს; შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვერ შედიოდა, სერვისებით ვერ სარგებლობდნენ, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევი იყო. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში მოვაგვარეთ, საკუთრებაში გადავეცით ფართები, აღნიშნული პროექტიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)