|
2022-09-28 14:41:37, 977 ნახვა
მსოფლიო
აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი
პოლონეთმა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება ურჩია. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყების ცნობით, „უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში“, რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო. მსგავსი განცხადება გააკეთა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. იქ მოქალაქეებს „რთული სიტუაციის“ გამო რუსეთის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს. მათ, ვინც ჯერ კიდევ დარჩნენ, ურჩიეს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გამოიჩინონ გაზრდილი სიფხიზლე, ყურადღებით აკონტროლონ როგორ განვითარდება ვითარება და დაუკავშირდნენ საელჩოს მოსკოვში და გენერალურ საკონსულოსთან სანქტ-პეტერბურგში. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატებიც და მოუწოდებს, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში. „აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მიემგზავრება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ შეზღუდული კომერციული მოგზაურობის შესაძლებლობები რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში. მათ აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა მობილიზაცია უკრაინაში ომისთვის, რუსულმა მხარემ შეიძლება უარი თქვას ორმაგი მოქალაქეებისთვის აშშ-ს მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი თქვას აშშ-ს საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთის დატოვებას და ორმაგ მოქალაქეებს სამხედრო სამსახურისთვის მოუწოდეს. საელჩომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომერციული ფრენების ვარიანტები რუსეთში ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელია მოკლე დროში. ამიტომ, აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ სახმელეთო მარშრუტებით. „აშშ-ს საელჩოს აქვს სერიოზული შეზღუდვები აშშ-ს მოქალაქეების დახმარების უნარში და პირობები, მათ შორის ტრანსპორტირების ვარიანტები, შეიძლება მოულოდნელად კიდევ უფრო შეზღუდული გახდეს“, - აცხადებენ საელჩოში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)