|
2022-09-28 11:26:15, 931 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოში შემოსვლისას რუსებს დაუწესდეთ 1000 ლარი და ხელი მოაწერონ ოკუპაციის აღიარებას“- ენმ-ს ინიციატივა
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას დაუწესდეს საოკუპაციო შენატანი და მოეწეროს ხელი ოკუპაციის აღიარებას,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თანხა თითო ადამიანზე 1 000 ლარით განისაზღვრება და შემოსული ფული დევნილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამინისტროში გადაირიცხება. „ნაციონალური მოძრაობა გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, და პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ, კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ-მიგრაციამ მიიღო ძალიან დიდი მასშტაბი, რაც უკავშირდება, როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსურ საკითხებს და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავაშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს, შესაბამისად ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებას. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას, რომელიც განსაზღვურლია 1 000 ლარის ოდენობით, თითოეულ მოქალაქეზე. გადახდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მოქალქეების მხრიდან აღიარებული იქნება ის, რომ საქართელოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთია რის აგრესორი, ამავდროეულად ეს შენატანი შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს, თუ მათ არ სურთ ამ თანხის გადახდა და ამის აღიარება, მათ შეუძლიათ არ ისარგებლონ ამ შენატანით და არც შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე“,- განაცხადა ბეჟაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოში მყოფ დევნილებს უნდა მოხმარდეთ. „ამ შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისთვის, რომლებიც მრავალ ასობით ათასი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის იქნება შექმნილი სპეციალური დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად, დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული. დღევანდელი სტატისტიკით, დაახლოებით 280 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფება საქართველოში. ბოლო ათი დღის მონაცემებით, დაახლოებით, 80 ათასი ადამიანი შემოვიდა უკვე საქართველო ტერიტორიაზე, შესაბამისად, ამ თანხის დაწესებით საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება და ეს თანხები დევნილების საჭიროებებისთვის იქნება მოხმარებული. უკვე შემოსულ მოქალაქეებზე აღნიშნული ვალდებულება ასევე გავრცელდება, რადგან ჩვენ საბანკო დაწესებულებებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევოებს, სამედიცინო კლინიკებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს დავავალდებულებთ, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევისას, მათ რუსეთის მოქალაქეებს მოსთხოვონ აღნიშნული თანხის დამადასტურებელი გადახდის ქვითარი, რაც ასევე უზრუნველყოფს უკვე შემოსული მოქალაქეებისთვის ამ შენატანის გადახდის ვალდებულებას. ვფიქრობ, ეს ინიციატივა უნდა საერთო-სახალხო ინიციატივა. საზოგადოება ეთანხმება ამ ინიციატივას, ეს მოთხოვნა კონკრეტული მოქალაქეებიდან და მათი მოთხოვნის საფუძველზე მომდინარეობს. ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდოთ, არ განვიხილოთ ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივების და დაპირისპირებების ჭრილში“,- დასძინა ბეჟაშვილმა.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)