01:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 11:25:14, 735 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ UNICEF-ის ორგანიზებით მოსამართლეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მსხვერპლი და დაზარალებული ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდასაჭერად მოსამართლეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობის პროცესის მიმოხილვა, მიღწეული შედეგებისა და გამოვლენილი გამოწვევების ირგვლივ მსჯელობა წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი არასრულწლოვნების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მონაწილეობით ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მათზე მორგებულ გარემოში განხორციელება.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ცენტრში არსებული გარემო ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში დოქტორმა - ღასან ხალილმა, ესტონეთის ელჩმა საქართველოში - რიინა კალიურანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მოადგილემ, ელისო შონიამ.

სამუშაო შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდისა და უწყებების წარმომადგენლებმა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაობის პროცესში დაიდენტიფიცირებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics