01:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 17:09:44, 849 ნახვა

პოლიტიკა
ვინ შეაფასებს სახალხო დამცველობის კანდიდატებს - კომისიის შემადგენლობა ცნობილია

სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების 9-კაციანი ჯგუფი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია. 

სახალხო დამცველის კანდიდატობის შემფასებელი კომისიის წევრთა სია ასე გამოიყურება:

  • დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოცუაცია, თავმჯდომარე;
  • თამარ ზარანდია - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
  • ლარისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
  • არნო სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
  • ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
  • ეკა ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
  • ლევან ცუცქირიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანის განცხადებით, მბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას და კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics