02:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 13:23:02, 1019 ნახვა

პოლიტიკა
შამუგია - ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია

ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში  დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია, - ასე ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

შამუგიას თქმით, ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უფრო მეტი კი, დევნილად აქცია.

"27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში  დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია.  ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. მათ შორის ვარ მეც; მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან", - აცხადებს ოთარ შამუგია. 

მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, დეოკუპაცია ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი საკითხია.

"სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, დავკარგეთ მებრძოლი ახალგაზრდები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათი გმირული თავდადების ისტორია იციან მომავალმა თაობებმა და ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. სწორი პოლიტიკით ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივალთ", - აღნიშნა შამუგიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics