|
2022-09-26 16:58:30, 1527 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰააგის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე. რატი ბრეგაძემ ნაზატ შამიმ ხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა; ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და წამება; არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს კვალდაკვალ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოც, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ფაქტებს, შესაბამის სასჯელს დააკისრებს ყველა დამნაშავეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესში. შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მაკოორდინირებელი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)