04:44 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 10:23:16, 1122 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - იზიუმში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

იზიუმში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ასობით ცხედრია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იზიუმში პირველ მასობრივ საფლავში იპოვეს მთელი ოჯახები, რომლებიც აწამეს და მოკლეს.

„ჩვენ ვიპოვეთ დიდი მასობრივი საფლავი, რომელშიც 500 ადამიანი იყო. დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია, ჟურნალისტები გზაში არიან. მათ აღმოაჩინეს კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავი, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი ​​მასობრივი საფლავია. მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა  Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics