|
2022-09-25 22:22:30, 1892 ნახვა
მსოფლიო
სალივანი - რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას აშშ-სგან კატასტროფული შედეგი მოჰყვება
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ სალივანმა NCBC-სთან ისაუბრა. "თუ რუსეთი ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, მას კატასტროფული შედეგები მოჰყვება - შეერთებული შტატები კრემლს მკაცრად უპასუხებს". - თქვა სალივანმა. ასევე, სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების ფონზე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. "დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადებაში წერია, რომ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს მოჰყვება შედეგი, რაც დამატებით სანქციებს გულისხმობს. კერძოდ, სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან იურიდიული პირები და კომპანიები, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმს მხარს უჭერენ. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი თავისთავად გააორმაგებს ჩვენს მოტივაციას, დავეხმაროთ უკრაინას და გავუგზავნოთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც მას საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად სჭირდება". - ამბობს სალივანი. სალივანმა ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების ჩატარება არა რუსეთის სიძლიერეზე, არამედ პირიქით, მნიშვნელოვნად დასუსტებულ პოზიციაზე მიუთითებს. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ნაბიჯები მის სისუსტეზე მიუთითებს, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ერი და სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის სამხედრო იარაღით აღჭურვა". - თქვა სალივანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)