|
2022-09-25 15:21:12, 1500 ნახვა
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინი დასასვენებლად წავიდა
ჟურნალისტი, ფარიდა რუსტამოვა საკუთარ Telegram არხ Faridaily-ზე წერს, რომ ვლადიმირ პუტინი 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დასასვენებლად წავიდა. ჟურნალისტი ინფორმაციას სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლოს პუტინი საჯაროდ 21 სექტემბრის საღამოს გამოჩნდა. კონცერტის დასრულებისთანავე, რუსტამოვას წყაროების ცნობით, პუტინმა საზოგადოებრივ საქმიანობისგან დასვენება გადაწყვიტა, რაც მინიმუმ ერთ კვირამდე გაგრძელდება. ამავდროულად, სატელევიზიო გადაცემებში კვლავ ვხვდებით პუტინის კომენტარებს. რუსტამოვას მტკიცებით, ეს არის ეგრეთ წოდებული „კონსერვი“ - წინასწარ ჩაწერილი მონაკვეთები. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პუტინი ახლა ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რეზიდენციაში ისვენებს; ალექსეი ნავალნის გადაცემაში ადრე დეტალურად ისაუბრა ამ რეზიდენციის შესახებ. ბევრი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პუტინი 23 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმის მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით არ გამოსულა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი დაკავებულია. ის ასევე უარყოფს პუტინის შვებულებაში ყოფნას. ჟურნალისტის თქმით, პუტინის საჯარო სივრცეში შემდგომი გამოჩენა 29 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამ დროისთვის ე.წ. რეფერენდუმი უკვე ჩატარებული იქნება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)