|
2022-09-23 15:03:22, 1630 ნახვა
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც 25-29 სექტემბერს თბილისში გაიმართება, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფს შორის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანა ჰოლსტ ჰუბნერი, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ოთხდღიანი კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გასამართი სესიების და ვორქშოფების თემებს. თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, 60 ქვეყნის 300 პროკურორი, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. საქართველოს პროკურატურა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)