02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 15:02:27, 1470 ნახვა

საზოგადოება
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის,  კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობა იგეგმება. 

ალგეთის ეროვნული პარკში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში,   პოპულაციის აღდგენის გზები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებული საშენის მოწყობა. შეხვედრას  სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია. დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც  მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8000ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics