2022-09-23 14:38:51, 1220 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - გარდაიცვალა რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,