|
2022-09-22 17:25:10, 1294 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე
მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ის უარს ამბობს პასუხი აგოს იმაზე, თუ რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა. "მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომლებიც, ბევრი წელი გამოდის, რომლებიც არასამონასტრო კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ და ქართულში ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით, დანიშნულებისამებრ, საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსი და გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი სამრეკლო ან ერთი ტაძარი, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს, კერძოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს. 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამინისტრო, ამიტომ, შესავლის სახით, მინდა გითხრათ, რომ მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე". - ნათქვამია განცხადებში. შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)