08:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 14:09:32, 4426 ნახვა

სამართალი
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც იგი მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები რეაგირებას საჭიროებს , შესაბამისად პროკურატურასა და პარლამენტს მოუწოდებენ, რომ დაიწყონ გამოძება და შექმნან დროებითი საპარლამენტო კომისია.

"მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას მოსამართლეთა ზეწოლასა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მათ შორის, დეტალურად შეისწავლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი შესაძლო ზეწოლის შემთხვევები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. გამოვლენილი ხარვეზების ანალიზს კი დაეფუძნოს რეფორმა, რომლის მიზანი სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება იქნება",- წერია განცხადებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics