|
2022-09-21 21:23:24, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - ტირანმა საბოლოოდ დაიწყო თავის ქვეყანაში პროცესები, რომლებიც მას დამარხავს
ტირანმა საბოლოოდ დაიწყო თავის ქვეყანაში პროცესები, რომლებიც მას დამარხავს. - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა მისივე თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია და ბირთვული მუქარა არ დაეხმარება აგრესორს უკრაინისა და უკრაინელების დაპყრობასა და განადგურებაში. "პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია და ბირთვული მუქარა არ დაეხმარება აგრესორს უკრაინისა და უკრაინელების დაპყრობასა და განადგურებაში. ტირანმა საბოლოოდ წამოიწყო პროცესები, რომლებიც მას თავის ქვეყანაში დამარხავს. ტირანმა საბოლოოდ დაიწყო თავის ქვეყანაში პროცესები, რომლებიც მას დამარხავს. ცივილიზებულმა სამყარომ კი საბოლოოდ უნდა გაიგოს, რომ ბოროტება უნდა აღმოიფხვრას ფესვებიდან და არ ისაუბროს რაღაც მოჩვენებით „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)