|
2022-09-21 20:54:14, 1231 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი გაეროში: პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინის არსებობის უფლება
ვლადიმერ პუტინს სურს "გაანადგუროს უკრაინის არსებობის უფლება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლისას. ამერიკელი ლიდერის თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 77-ე სესიის გახსნისას განაცხადა, რომ ახლა პლანეტაზე ბევრი ადამიანის ყურადღება უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეა მიპყრობილი. ”ამ ომმა, - თქვა გუტერეშმა, გამოიწვია ფართო ნგრევა, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მასიური დარღვევა. ათასობით ადამიანი დაიღუპა ბრძოლის გამო. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. შეჭრის შედეგებმა გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)