|
2022-09-21 20:51:56, 1240 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს პრინციპები
რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს პრინციპები. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მიაივე თქმით, ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და ეს არასდროს უნდა მოხდეს. "მოდით, ვისაუბროთ გარკვევით. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მის მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სცადა სუვერენული სახელმწიფო რუკიდან ამოეშალა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)