09:48 - 18 Aug, 2026
|
2022-09-21 18:49:13, 1180 ნახვა
პოლიტიკა
BBC - ავსტრალიაში, ტასმანიის სანაპიროზე 230 ვეშაპი გამოირიყა
ავსტრალიაში, ტასმანიის დასავლეთ შორეულ სანაპიროზე 230 ვეშაპი გამოირიყა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია მომხდარი. "საზღვაო კონსერვაციის ექსპერტები მიდიან შემთხვევის ადგილზე და შეეცდებიან გადააბრუნონ ის ვეშაპები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისად ჯანმრთელები არიან გადარჩენისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სექტემბერში დაიწყო უზარმაზარი სამაშველო ოპერაცია, როდესაც თითქმის 450 პილოტი ვეშაპი იმავე ნავსადგურში აღმოაჩინეს. ვეშაპიდან 380-ზე მეტი დაიღუპა. .
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)