|
2022-09-21 18:23:12, 1168 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - იმედი მაქვს, საქართველოს პოლიტიკოსები მოაგვარებენ დეოლიგარქიზაციის პრობლემას
იმედი მაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკოსები მოაგვარებენ დეოლიგარქიზაციის პრობლემას. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.. მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება და ეს არის გზა რომელიც საქართველოს უკეთესი მომავლის გადაწყვეტისკენ არის მიმართული. "დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება და ეს გაძლევთ შანსს, რომ გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. ევროკავშირი ვერ მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს ქართველების მაგივრად. ეს ყველაფერი თქვენს ხელთაა.ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რჩევები მაგრამ აქ იმისთვის არ ვართ, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი პოლიტიკოსები მოაგვარებენ ყველა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პრობლემას, რაც გაწერილია ევროკომისიის რეკომენდაციებში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)