10:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 13:34:56, 754 ნახვა

კობახიძე - ვიღაცას უნდა, რომ მოგვაცდინოს, თითქოს, გოგაშვილი რას იტყვის, ამას უნდა ვუსმინოთ, მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი

,,ერთადერთი ამოცანა რა არის? რომ ყოველდღე გამოვარდეს რაღაცა სისულელე, აბსურდული ბრალდებებით და ჩვენ ვიყოთ რაღაცნაირად პასუხის რეჟიმში. ამიტომ, ძალიან მარტივად არის საქმე, ყველა სისულელეს ჩვენ ვერ ვუპასუხებთ, ყველა აბსურდს ჩვენ ვერ ვუპასუხოთ, ამაზე რეაქცია  ვერ გვექნება,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას გოგაშვილის ბრალდებას ლევან მურუსიძის მიმართ. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას. მან გოგაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა. 

,,ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვიღაცას უნდა, რომ მოგვაცდინოს. იგივე, ამ 12 პუნქტის შესრულებიდან, ან რაღაც სხვა სფეროში კონკრეტული ინიციატივების წარდგენიდან და ა.შ. უნდათ, რომ  ჩვენ ვიყოთ ამ რეჟიმში, რომ რაღაცას იტყვის გოგაშვილი და ჩვენ ვუპასუხოთ. თითქოს, გოგაშვილი რას იტყვის, საზოგადოებამ ამას უნდა უსმინოს და მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი და ჩვენც არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ყოფნას,’’- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics