04:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 12:44:35, 1045 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა

ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. 

„ჩვენთვის ახალი სკვერების და პარკების მოწყობა, არსებული სკვერების მოწესრიგება და განახლება მნიშვნელოვანია. სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოწესრიგდა. ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს  ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარი სრულად რეაბილიტირდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო. რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო. ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. დამატებით, მოეწყო გამწვანებული თარგები, რომლითაც გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში, მივიდეთ და არსებული სივრცე დავათვალიეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქის ყველა რაიონში მწვანე სივრცეების აღდგენა და ახალი პარკების მოწყობა მნიშვნელოვანია. 

„ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების მომავალზე. დედაქალაქის მერია მომდევნო წლების განმავლობაში, მსგავსი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics