|
2022-09-21 11:55:38, 1148 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი რუსეთის მობილიზაციაზე - ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს
სამდღიანი ომის“ 210-ე დღეს რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს ის რაც დაიმსახურეს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლია პუტინის განცხადებას ნაწილობრიც მობილიზაციაზე. პოდოლიაკის თქმით, რუსებმა მიიღეს მობილიხაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირებისთვის. „სამდღიანი ომის“ 210-ე დღეს რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს: 1. მობილიზაცია. 2. ჩაკეტილი საზღვრები და საბანკო ანგარიშების დაბლოკვა. 3. ციხე დეზერტირებისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს"- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)