|
2022-09-21 11:49:26, 1151 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს
რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს,- ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „Spring“-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აქტივისტები რუსებს ქვეყნის ყველა ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ. აქცია დღეს, 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი. „ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს - ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდებენ. რისთვის დაიღუპებიან ისინი? პუტინის სასახლისთვის?“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)