06:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:46:16, 793 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება – ომი ან მშვიდობა - ისინი, ვინც დუმან, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის

დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება – ომი ან მშვიდობა, - ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მაღალი დონის დებატებზე მსოფლიო ლიდერებს.

მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შეჭრას უკრაინაში "იმპერიალიზმის ხანის დაბრუნება" უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის მსოფლიოს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად ემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი აღარ არის დამოკიდებული ალიანსების სიძლიერეზე, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე... რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმპერიალიზმის ხანის დაბრუნება", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით,  ვინც ომს დუმილით შეხვდა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ჩაერთო "ახალ ცინიზმში", რომელიც მსოფლიო წესრიგს არღვევს.

„ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ... ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ განაგრძობს დიალოგს მოსკოვთან, „რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მოვიპოვოთ მშვიდობა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics