10:34 - 18 Aug, 2026
|
2022-09-21 11:31:11, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
შოიგუ - 300 000 რუსი რეზერვისტი ჯარში გაიწვიეს
ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის დროს რუსეთში 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი - თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო 1%-ზე ოდნავ მეტი ექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას. მინისტრის თქმით, ნაწილობრივ მობილიზაციას დაექვემდებარება ის, ვინც მსახურობდა, აქვს სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. ომისთვის სტუდენტებისა და წვევამდელების მობილიზებაზე საუბარი არ არის, დასძინა შოიგუმ. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან გამოცხადდა. განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)