11:24 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:10:34, 926 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა და ყველა ვინც „რეფერენდუმებში" მონაწილეობს, პასუხს აგებს

რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა, ყველა ვინც „რეფერენდუმებში" და სხვა დარღვევებში მონაწილეობს, პასუხს აგებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმები არღვევს საერთაშორისო სამართალს.

„რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა მონაწილე, ვინც უკრაინაში ამ „რეფერენდუმებში“ და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში მონაწილეობს, პასუხს აგებს. "ხმის მიცემა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი სამხედრო საფრთხის ქვეშ ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ნების თავისუფალ გამოხატულებად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს"- განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონის ნაწილში 23-27 სექტემბერს გეგმავს..

24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics