11:21 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:06:23, 696 ნახვა

კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე - თუ არ მივიღებდით, კონკრეტულ ორგანიზაციაში წევრობის გაუქმების რისკი დგებოდა

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. უფრო მეტიც, თვის ბოლომდე ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნა. არის კონკრეტული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველო და იქიდან წევრობის გაუქმების რისკიც კი დგებოდა. პირდაპირ გაგვაფრთხილეს ამაზე ევროკავშირიდან, ანუ მათი ინიციატივა იყო ამ კანონის მიღება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, დეტალებში შესვლას დღეს აზრი არ აქვს, ჯერ პირველი მოსმენით მიიღება პრინციპების დონეზე, ამის შემდეგ იქნება ინტენსიური კონსულტაციები. 

„პირველი მოსმენა იყო საჩქარო, ამას ითხოვდა ევროკავშირი. წლის ბოლომდე შეიძლება აღარც ვიჩქაროთ, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან მათ შორის და იქ უკვე თითოეული ნორმა შეჯერდება. თუ რამეზე იქნება შენიშვნები, ეს მათი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება ახლებური ფორმულირებით შესაბამისი ნორმები, მაგრამ როცა საუბარია მედიის შეზღუდვაზე, თვითონ ამ მოთხოვნის არსიც ეს იყო, ანუ შეზღუდვა არ არის აპრიორი ნეგატიური ტერმინი. ადამიანის უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია იმისთვის, რომ სხვა ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის ერთერთია მედიის თავისუფლება. როდესაც საუბარია სიძულვილის ენაზე, აქ შეზღუდვაზეა რა თქმა უნდა საუბარი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, ევროკავშირი ითხოვს მედიის თავისუფლების შეზღუდვას იმისთვის, რომ ადამიანები სიძულვილის ენისგან იყვნენ დაცული. ეს არის მთელი არსი ამ მოთხოვნის ამ კანონპროექტის შესაბამისად. აქ მთავარია, ჭარბად არ შეიზღუდოს მედიის თავისუფლება და მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული მედიის თავისუფლებასა და ადამიანების ინტერესებს შორის, რომლებიც შეიძლება გახდნენ სიძულვილის ენის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, აქ მარტივად არის საქმე, ეს იყო მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან, მეორე მოსმენამდე გვექნება სერიოზული კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო ტექსტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics