|
2022-09-21 10:01:35, 676 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ს ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მან ყველა კითხვას თავი აარიდა
უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხეულს განსაკუთრებული წარსული აქვს. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად. „უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ სოზარ სუბარი ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული ბევრი ვერ დაიკვეხნის ხო? ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს ეს ყველაფერი. მიხეილ ყაველაშვილი რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ესეთი ადამიანები არიან გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და რაც ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზიმფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე.“ - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)