|
2022-09-20 19:17:30, 928 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ევროპარლამენტარებზე - ნაცებზე უფრო ნაცები არიან
ნაციონალური მოძრაობის ფასიანი ლობისტები არიან, ნაცებზე უფრო ნაცები არიან. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა. ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, არის კონკრეტული ინსტანციები, რომლის მერეც არის სტრასბურგი. "მე მგონია რომ ის არ არის პოლიტპატიმარი... ფონ კრამონი, კიდევ რამდენი იყო, ბატონი კუბილიუსი, ეტყობა არ გაქვთ ბოლო ინფორმაცია, "აფდეითი", უყურეთ. ნაციონალური მოძრაობის ფასიანი ლობისტები არიან. ნაცებზე უფრო ნაცები არიან და ეხლა იმათგან თქვენ გგონიათ, ობიექტური ის იქნება? მიდგომა? არა. არის კონკრეტული ინსტანციები, რომლის მერეც არის სტრასბურგი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)