|
2022-09-20 19:05:46, 858 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება
ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მიაივე თქმით, ახლა ყველას საზრუნავიც და საფიქრალიც, ცხადია მძევლების უსაფრთხოებაა. "ახლა ყველას საზრუნავიც და საფიქრალიც, ცხადია მძევლების უსაფრთხოებაა. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)