11:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 15:45:32, 913 ნახვა

მსოფლიო
რუსებმა ოკუპირებულ ხერსონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს

რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ხერსონის რაიონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ისახავს მიზნად.

როგორც, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ვლადიმირ სალდომ განაცხადა ის იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიიღებს რეფერენდუმის შედეგებს.

„რუსეთში დაბრუნება უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მის მოსახლეობას და გახდება ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი”,- განაცხადა სალდომ.

რეფერენდუმის ჩატარება  23-27 სექტემბერს იგეგმება.

ცნობისთვის, ხერსონი არის რეგიონი, რომელიც თებერვლის შემდეგ ყველაზე ფართოდ იქნა მოქცეული რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics