11:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 15:20:17, 1422 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში.

ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლოტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და  საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს.

შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics