12:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 11:13:36, 870 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ერდოღანმა ამის შესახებ PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

თურქეთის ლიდერმა შეთანხმებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, თუმცა შედგა თუ არა უკვე ტყვეთა გაცვლა, არ დაუკონკრეტებია.

„ორასი პატიმარი გაიცვლება მხარეთა შეთანხმების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

„მე მქონდა გაფართოებული შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან უზბეკეთში. მივხვდი, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი. ეს სიტუაცია დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics