|
2022-09-19 22:21:22, 1111 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენპროკურორი - უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული
ამჟამად უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაული გვაქვს დაფიქსირებული. - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა CBS News-სთან განაცხადა. მისივე თქმით, ბუჩასა და ირპენის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი საქმის გამოძიებაც გრძელდება. "ამჟამად უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34000 სამხედრო დანაშაული გვაქვს დაფიქსირებული, ბუჩასა და ირპენის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი საქმის გამოძიებაც გრძელდება. ეს არის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, დაბომბვა და სამოქალაქო ობიექტების განადგურება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)