|
2022-09-16 20:15:44, 934 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან
2022 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან - ჯიჰან სულთანოღლუსა და ვიორელ მოშანუსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას, რათა მიღწეულ იქნას ხელშესახები პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას. ხაზი გაესვა ამ ფონზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, როგორც დეოკუპაციის, ისე შერიგებისა და ჩართულობის განზომილებებში. აღინიშნა ამ პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობის აუცილებლობა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენებისა და რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)