|
2022-09-16 16:33:08, 775 ნახვა
ბერაია - კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა
კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა, - ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ. პირდაპირ წერია, რომ კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა. პირდაპირ არის ჩანაწერი ანგარიშში, რომ ბევრ სუბიექტს, ვინც მოხვდებოდა დიპლომატიური საფარის ქვეშ და მათთან კავშირში მყოფ პირებს, მოუხდათ ქვეყნის დატოვება“,- აღნიშნა ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)