05:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 16:27:30, 734 ნახვა

საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ იხსნება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  თბილისის მერია 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ 30-ე  საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - „შემოდგომის თბილისი“.

ფესტივალი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 12 კონცერტით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები. მათ შორის, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის „თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის და თბილისის ქალთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები „რუსთავი“, „ბასიანი“ და „შავნაბადა“. ასევე, დირიჟორები: ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი. 

ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალი, რომლის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროს გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის პარტნიორებია: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმრო „სითი ავენიუ“ და რესტორანი „მუხამბაზი“. 

საინფორმაციო მხარდაჭერებია: საქართველოს პირველი არხი და რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“. 

კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი, მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. N123ა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics