11:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 16:24:06, 700 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე და სწავლის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვეს. 

ღონისძიების ფარგლებში გელათის აკადემიასთან და საკათედრო ტაძართან განლაგებულმა კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები კი, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -“მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ“. დღესვე, კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაციაც გაიმართა. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმაც დალოცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics