|
2022-09-16 15:50:49, 881 ნახვა
პოლიტიკა
არძინბას განცხადებით, რეგიონში სიტუაცია ძალიან ფეთქებადია და საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ სიტუაცია რეგიონში ძალიან ფეთქებადია და საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. როგორც არძინბამ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხუთშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ. "ხუთშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, განიხილება ჩვენი მომზადების საკითხი იმ სცენარებისთვის, რომელთაც, ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ შესაძლებელი მიგვაჩნია. , - განაცხადა მან. მედია ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განიხილა ქვეყნის თავდაცვის საკითხები საქართველოს მილიტარიზაციისა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის შემუშავებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)